კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის შეფასებები ვლადიმირ პუტინის შესახებ "პირადი შეურაცხყოფაა".
"ჩვენ ნამდვილად გვესმის და ვხედავთ განცხადებებს, რომლებიც რეალურად უკვე პირადი შეურაცხყოფაა პრეზიდენტ პუტინის მიმართ", - ამბობს პესკოვი.
მისივე თქმით, ჯო ბაიდენის "გაღიზიანებისა და გადაღლილობის" გათვალისწინებით, არ აპირებენ "მკვეთრი შეფასება" მისცენ მის განცხადებებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს "მკვლელი დიქტატორი" და "ნამდვილი ყაჩაღი" უწოდა. მანამდე, ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად თქვა: "ვფიქრობ, ის ომის დამნაშავეა".